Logo

“სამართლიანი არჩევნები დაალაგებს ქვეყანაში სიტუაციას”

საზოგადოება
1365
Frontnews image description

ნიკა მელიას დაკავება უგნური საქციელია, რომელიც "ქართულ ოცნებას" მმართველობას ცუდად დაამთავრებინებს – ასე აფასებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ნიკა მელიას დაკავების ფაქტს. 

წულაია ქვეყანაში შექმნილი მძიმე კრიზისიდან, გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ხედავს. 

"მელიას დაკავება ეს იყო უგნური საქციელი და მეტი არაფერი. ამით ქვეყანა შეიყვანეს ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. იმის მაგივრად, რომ კრიზისიდან გამოსვლის მეთოდები ეძებონ, საპირისპიროდ მოიქცნენ და ქვეყნის ყოფნა-არყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. ვიქნებით თუ არ ვიქნებით – ამის ტოლი საქციელი გააკეთეს. შედეგები უკვე ჩანს – დასავლეთიდან წამოსული ნიაღვარი ამ უმსგავსოების წინააღმდეგ. 

პროტესტი გაგრძელდება და მეც აბსოლუტურად ყველა აქციას შევუერთდები. მთავარი მოთხოვნაა: გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და დანიშნონ სამართლიანი რიგგარეშე არჩევნები, ესაა კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის ერთადერთი და ყველაზე სწრაფი მეთოდი, სხვა მეთოდს კაცობრიობა არ იცნობს და ვერც ჩვენ გამოვიგონებთ ახლა. ნეტა რაცაა გამოგონებული, ის გვასწავლა წესიერად. სამართლიანი არჩევნები დაალაგებს ქვეყანაში სიტუაციას. ეს არ მოხდება მოსვლიდან მეორე დღესვე, ისე აქვს ქვეყანას დედა ნატირები, რამე რომ შევქმნათ წლები დასჭირდება, მე თუ მკითხავთ, მაგრამ ქვეყანა წავა სწორი განვითარებისკენ, ესაა მთავარი", -განაცხადა გოგი წულაიამ. 

ოპოზიცია, 26 თებერვალს მასშტაბურ აქციას გეგმავს. საპროტესტო მსვლელობა 13:00 საათზე, ფილარმონიიდან დაიწყება. აქციები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა.

თაგები:

Advertisement