“სამართლის აღსრულებაზე უარს ვერასდროს ვიტყვით”


ავტორი
Front News საქართველო
"მოლაპარაკებების რესურსი არსებობს, ამისთვის საჭიროა, ოპოზიციამ უარი თქვას ულტიმატუმებზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა"იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისია თუ დაამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, იქნება ახალი არჩევნები, თუ არა – არ ჩატარდება.
სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციამაც კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ერთადერთი არგუმენტი, რასაც აფრიალებდნენ, სამართლიანი არჩევნების განცხადება იყო, რაც ტყუილი აღმოჩნდა.
"თუ ამას მიიღებენ რეალობად, კი ბატონო. თუ არა და, სამართალი ადრე თუ გვიან აღსრულდება, დარჩებიან ქუჩაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებზე არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება.
„ორი დღეა, ოპოზიციამ ისევ დაიწყო ლაპარაკი, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, ამავე დროს მოდიან და ძალადობენ პოლიციელების წინააღმდეგ, პარლამენტთან. ასე დიალოგი ვერ შედგება. კი ბატონო, მობრძანდნენ პარლამენტში მათი მანდატები შენარჩუნებულია, ერთის გარდა. შეუძლიათ, განაგრძონ საპარლამენტო მუშაობა. პოლარიზაცია ის იქნებოდა, ისინი რომ ქუჩაში დაგვეტოვებინა, თუმცა არ დავტოვეთ. ამით გავაგზავნეთ მკაფიო სიგნალი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, სოზარ სუბარის თქმით, სამართლის აღსრულებაზე მმართველი გუნდი უარს ვერასდროს იტყვის.
„რიში და შაჰილი 2012 წელსაც მოგვიწოდებდნენ, რომ არ უნდა დაწყებულიყო საქმის გამოძიება სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის წინააღმდეგ. კობა დავითაშვილის ცემის შემკვეთი რომ უნდა დაისაჯოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამაზე უარს ვერ ვიტყოდით. ასევე ვერ ვიტყვით უარს ვერასდროს სამართლის აღსრულებაზე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს