სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

ავტორი
Front News საქართველო
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა.
გარდამოხსნა საკურთხევლიდან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა.
მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – „საფლავი”, საკურთხეველში კი წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.
დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.
თაგები:





