სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო

ავტორი
Front News საქართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, სენაკის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო.
"ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, მან თავისი სამაგალითო საქციელით, აჩვენა ყველას თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და როგორ უნდა გიყვარდეს საქართველო. ჟიული შარტავას გმირობა მისაბაძია დღეს და ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც, მის გმირობაზე თაობები აღიზრდებიან, მადლობა მას ამ თავდადებისთვის", – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს სენაკში დაიბადა. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. 1993 წლის 27 სექტემბერს ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რა დროსაც ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


