Logo

სამეგრელოს პოლიციამ 2025 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

სამართალი
147
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 2025 წლიდან ძებნილი, 1978 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ლ.გ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქ ზუგდიდში დააკავეს.

მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები