Logo

სამეგრელოს პოლიციამ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი პირი დააკავა

სამართალი
184
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი -  1979 წელს დაბადებული ზ.ჭ. თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ  ძებნილმა პირმა არ შეასრულა  ერთ-ერთ  კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებები და კომპანიის კუთვნილი ავტომობილი  მართლსაწინააღმდეგოდ გაასხვისა.

ზ.ჭ.-ს მიერ  ჩადენილი  კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სალიზინგო კომპანიას 13 000  ლარზე მეტი ზარალი მიადგა.

მსჯავრდებული ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 დეკემბრიდან იძებნებოდა.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები