Logo

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალი
135
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილი დამხმარე ნაგებობიდან და სპეციალური სამალავიდან, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდები, ხელყუმბარა და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 212 ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები