პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს

ავტორი
Front News საქართველო
პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. სამგლოვიარო პროცესია სამების ტაძრიდან სიონის ტაძრისკენ მიემართება.
სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პატივსაცემად, კორიდორია მოწყობილი. თავდაცვის ძალები დროშებით დგანან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
თაგები:
პატრიარქი




