Logo

სამგორის რაიონში “საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა

სამართალი
242
Frontnews image description

თბილისში,  სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. 

 

ბანკში თავდამსხმელები სამუშაო დღის ბოლოს  შეიჭრნენ,  წაღებულია ფული, თუმცა ოდენობა უცნობია.  

 

არსებული ინფორმაციით, ბანკში 2 თავდამსხმელი შეიჭრა, მესამე კი მათ ავტომობილით გარეთ ელოდებოდა, მძარცველებმა მიმალვა მოახერხეს, თუმცა ერთ-ერთი თავდამსხმელი დაჭრილია. 

 

ძარცვის  დროს ბანკში იმყოფებოდა დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ერთ-ერთი თავდამსხმელი წვივის არეში დაჭრა. მეორე თავდამსხმელმა კი დაცვის თანამშრომელს იარაღი წაართვა. 

 

ადგილზე ამ დროისათვის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Advertisement