“სამი ცენტრალური საკითხია, რომელსაც საია დააყენებს”


ავტორი
Front News საქართველო
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საია სამ საკითხს დააყენებს.
"პირველი ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის შემცირებას და პროფესიონალიზაციას ისე, რომ ისინი კონსენსუსით დაინიშნონ. მეორე – ამომრჩევლის ზეწოლისგან გათავისუფლების ინსტრუმენტებს, ეს არის სიჩუმის დღე და რადიუსი. მესამე კი, ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემის არსებობას. დღეს იმაზე ცუდი საარჩევნო სისტემა გვაქვს, ვიდრე ეს გვქონდა პარლამენტთან მიმართებაში და საჭიროა მისი პროპორციულად გარდაქმნა“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ცესკო-ს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს