Logo

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა

სამხედრო
139
Frontnews image description

ახალციხეში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა.

"მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ახალციხის N5 საჯარო სკოლაც, რომელიც მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეულთა რაოდენობით მოწინავე აღმოჩნდა.

ღონისძიება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ახალციხის მუნიციპალური განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, რეკრუტირების სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალციხის მერს ვარლამ წიკლაურს რეკრუტირების პროცესის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს.

საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლები დაესწრნენ", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები