სამხედრო მოსამსახურეები ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით დაკეტილი ოკუპაციის მუზეუმი დღეს სპეციალურად სამხედრო მოსამსახურეებისთვის გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ ოკუპაციის მუზეუმის ექსპონატები დაათვალიერა და ქვეყნის ოკუპაციის ისტორიის უცნობი ფაქტების შესახებ ისტორია მოისმინა.
სამხედროების მუზეუმში სტუმრობა უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საფუძველზე, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების დაცვით განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობას შემეცნებითი ხასიათი აქვს და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ემსახურება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს