სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის 179-ვე მსხვერპლის ცხედარი იპოვეს – ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა


ავტორი
Front News საქართველო
სამხრეთ კორეაში მუანის აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად ყველა დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ავიაკატასტროფას 179 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევას ბორტზე მყოფი მხოლოდ ორი ადამიანი გადაურჩა.
Jeju Air-ის 7C2216 რეისზე სულ 181 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 175 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.
Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა სამხრეთ კორეაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო კატასტროფა გახდა.
აქამდე ასეთად 1993 წელს მომხდარი ავიაკატასტროფა მიიჩნეოდა, რომელსაც 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს