სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძეს 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ავტორი
Front News საქართველო
საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ისაკო დევიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო და დევიძეს 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ისაკო დევიძე 23 სექტემბრის აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
თაგები:
ისაკო დევიძე




