სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია გაათავისუფალეს


ავტორი
Front News საქართველო
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია გაათავისუფალეს. მას საგამოძიებო უწყება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
"გუშინ იყო ორმაისობა, ქუთაისობა, აღდგომა დღე. მივედი უბრალოდ, ჩემი პატარა დის საფლავზე მინდოდა გადამეგორებინა კვერცხი, არავინ იყო ჩემს მეტი და ვთხოვე საპატრულო პოლიციას, შევეშვი, მაგრამ არ შემიშვეს. კარგით მეთქი, ჩამოვართვი ხელი და ვთქვი, ბიძინას დედა ვატირე, რომ ჩემი დის საფლავზე არ მიშვებს-მეთქი. ამის გამო დამაკავეს. ვემუდარებოდი გავეშვი, ჩემი შეყვარებული მახლავს და გზა საერთოდ არ იცის მეთქი, მაგრამ არა. წითელი კვერცხი დავტოვე აღდგომა დღეს სასაფლაოს კარებთან და წამიყვანეს საპატიმროში. ამათ არც ღმერთის სწამთ, არც ქალაქის, არაფრის. ესენი არის ურჯულოები. როცა კარფურში ასობით ადამიანის შესვლა შეიძლება, სასაფლაოზე 10-10 ადამიანი ხო მაინც შეიძლებოდა შევეშვით?"-აცხადებს ნიკა ნარსია.
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი გუშინ, ქუთაისში, საფლავზე გასვლის დროს დააკავეს.
ნიკა ნარსიას მხარდასჭერად გვიან ღამით, ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები ჩავიდნენ და მისი დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. მათი განცხადებით, დაუშვებელია სასაფლაოს მიმართულებით გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება და ამის გამო ადამიანისთვის ჯარიმის გამოწერა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს