Logo

“სამოქალაქო სექტორის მოთხოვნაა, რომ გარეჯში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სრულყოფილად წარიმართოს”

საზოგადოება
1042
Frontnews image description

ივერი მელაშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, სამოქალაქო სექტორის მოთხოვნაა, რომ გარეჯში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სრულყოფილად წარიმართოს.

"როგორც ჩვენი, ადვოკატების, ასევე სამოქალაქო სექტორი წარმომადგენლების მოთხოვნაა, რომ მომხდარზე უნდა წარიმართოს სრულყოფლი გამოძიება. არაერთხელ მოგვისმენია უკვე დამნაშავედ გამოცხადება ამ ადამიანების და ასევე "მოღალატეების" ძახილი. სწორედ ამ სიტყვებს იმეორებდნენ როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, როდესაც რიტორიკა ემთხვევა ხოლმე ხელისუფლების განცხადებებს. რიგითი ადამიანების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არის სწორედ გაგრძელება მმართველი  პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების განცხადებისა", – განაცხადა მარიკაშვილმა. 

გუშინ, 4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ.

თაგები:

Advertisement