Logo

სამშვიდობო გეგმა: უკრაინა და რუსეთი აშშ-სთან ცალკე დოკუმენტებს მოაწერენ ხელს, ევროკავშირი ხელს არ მოაწერს

უკრაინა
134
Frontnews image description

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინა ხელს მოაწერს აშშ-სთან, ხოლო აშშ ცალკე მოაწერს ხელს დოკუმენტს რუსეთთან.

"თუ ვისაუბრებთ მხოლოდ ამ 20-პუნქტიან ჩარჩოზე, ეს ჯერჯერობით ორმხრივი დოკუმენტია, რომელსაც ხელს მოაწერენ აშშ და უკრაინა. ისევე, როგორც რუსეთთან ხელს მოაწერს აშშ. ამჟამად სწორედ ასეთი კონსტრუქცია განიხილება, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ეს პროცესია“, – განაცხადა სიბიგამ.

რაც შეეხება ევროპელების მონაწილეობას „სამშვიდობო დოკუმენტის“ დამტკიცებაში, როგორც სიბიგამ აღნიშნა, ევროპული მხარე წარმოდგენილია სამშვიდობო პროცესში და უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებებში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები