Logo

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა შემეცნებით ღონისძიებას უმასპინძლა 

რეგიონები
62
Frontnews image description

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზაალ გელაშვილის ინიციატივით, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა უმასპინძლა შემეცნებით ღონისძიებას - "ექსპონატით მოყოლილი ისტორია“.

ღონისძიებაზე ა(ა)იპ „ჩვენი ბორჯომისთვის“ მოსწავლეებმა აუდიტორიას წარუდგინეს პრეზენტაციები მუზეუმში დაცულ ექსპონატებზე, ცნობილ ბორჯომელ მოღვაწეებზე და მათ მიერ ქალაქის განვითარების საქმეებში შეტანილ წვლილზე.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ფერაძემ და დეკანოზმა იოანე (ხეცურიანი).
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ:

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, მერის მოადგილე ბიბო პაპიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - ნიკოლოზ კიკნაძე, გენადი მუმლაძე და რევაზ ლაშხი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, ააიპ „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი დავით მუმლაძე, ასევე რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებს ორგანიზატორებმა სერტიფიკატები და საჩუქრად წიგნები გადასცეს.

ღონისძიება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მხარდაჭერით გაიმართა.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement