სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული პიანისტთა რიგით XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალის გახსნის ღონისძიებას დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ მერთან მამუკა გელაშვილთან, მერის მოადგილესთან გიორგი ტაბატაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა რიგით XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
მსმენელთა წინაშე ცნობილი ქართველი მუსიკოსები წარდგნენ: თამარ ლიჩელი - პიანისტი; ვალერიან შიუკაშვილი - პიანისტი; გიგი პიანომენი - პიანისტი; ლიზი რამიშვილი - ჩელისტი; გიორგი ხაინდრავა - მევიოლინე; ირაკლი ევსტაფიშვილი - ფლეიტისტი.
21-24 ოქტომბერს, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის XII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის და სსიპ “შემოქმედებითი საქართველოს”, მხარდაჭერით, სასტუმრო "ბორჯომი ლიკანში“, გაიმართა. ფესტივალზე სოლო ფორტეპიანოს მიმართულებით მოსმენები ოთხ კატეგორიაში, საფორტეპიანო დუეტის მიმართულებით კი ორ კატეგორიაში გაიმართა.
ფესტივალი 24 ოქტომბერს, გალა კონცერტით დასრულდება.
თაგები:
ფესტივალი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა