“სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა დაკარგა”

ავტორი
Front News საქართველო
გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ,"ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის მობილიზაციას, სანამ არ მივაღწევთ იმ ამოცანას, რომელიც მიზნად დავისახეთ, – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"ჩვენ ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ჩვენი თანამოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის წინაშე, ქვეყანაში უზრუნველვყოთ, რომ აღარასოდეს აღარ გაუქმდეს საქართველოს მოქალაქის უფლება, არჩევნების გზით აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ, არის განპირობებული ერთადერთი ინტერესით, ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის შეიძლება ითქვას, აღდგენა და გადარჩენა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა.
ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლის მობილიზაციას, ვიდრე არ მივაღწევთ იმ ამოცანას, რომელიც დავისახეთ მიზნად. თქვენ იცით, რომ ოპოზიცია ემზადება, უკვე 15 მაისს ჩანიშნული საპროტესტო აქციისთვის. ბიძინა ივანიშვილს ხმამაღლა უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ვაპირებთ ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში.
ცხადია, გავაგრძელებთ მცდელობას და მუშაობას, რომ უზრუნველვყოთ ხმამაღალი პროტესტი გაუქმებულ არჩევნებზე. სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა დაკარგა, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების გზით გაგვეკაფა გზა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში და გაგვკეთებინა ის, რა მოლოდინიც ჰქონდათ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


