სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა


ავტორი
Front News საქართველო
თემქაზე, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა პროტესტის ნიშნად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
გარდაცვლილია 52 წლის მამაკაცი.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დევნილები პოლიციას ცხედრის ადგილიდან გაყვანის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს.
დევნილები რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ და ხელისუფლებას ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. მათი თქმით, შენობა ავარიულია და ნელ-ნელა იშლება, ადგილზე ცხოვრება კი სიცოცხლისთვის საშიშია.
თაგები:
დევნილები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს