Logo

საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

პოლიტიკა
156
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონგრესის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და სხვადასხვა სექტორში დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.

ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ხატია წილოსანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები