Logo

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ჟურნალისტების ბანერების აღებას ითხოვენ

პოლიტიკა
18.07.2021 / 14:40
339
Frontnews image description

მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ბანერებითა და ფოტოებით დახვდნენ.

 

ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ლექსო ლაშქარავას საქმეზე დამნაშავეების დასჯასა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ჟურნალისტებისგან ბანერების აღებას ითხოვენ.

 

დღეს გომელაურს პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოუსმინონ, თუმცა ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული და უცნობია, გაგრძელდება თუ არა სხდომა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები