საპატრიარქო - დღეს მოხდება უწმინდესის გადასვენება სამების ტაძარში, ფეხით მსვლელობა დაიწყება 16.00 საათზე

ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე ცნობით, ფეხით მსვლელობა დაიწყება 16.00 საათზე.
"დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
ფეხით მსვლელობა დაიწყება 16.00 საათზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თაგები:
პატრიარქი




