საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული რ.ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რ.ა. თბილისში, ქვეითად გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ოც შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ რ.ა. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
თაგები:
ნარკოდანაშაული

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს