Logo

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

სამართალი
340
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო  შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი, საცხოვრებელი სახლის  ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან  ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები