Logo

საპატრულო პოლიციამ თბილისში 153 შეკვრა "მეთადონი" ამოიღო

სამართალი
172
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ბ. კ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ დაფასოებული 153 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე  კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

თაგები:

მეთადონი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები