საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი კ.ო. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, ასევე, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


