Logo

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს

სამართალი
126
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული თ.ლ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე თ.ლ., მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, მასთან კავშირში მყოფი ინსტრუქტორების  - 1988 წელს დაბადებული ლ.კ.-ს და 1989 წელს დაბადებული მ.ე.-ს დახმარებით, რუსთავში, საავტომობილო გზის აკრძალულ მონაკვეთებზე, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა.

ასევე დგინდება, რომ  პატრულ-ინსპექტორების მხრიდან დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თ.ლ. სამსახურებრივი მდგომარეობისა და ავტორიტეტის გამოყენებით მათ არ აწერინებდა სამართალდარღვევის ოქმს.

დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Advertisement