საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის ლიდერებს კიევში რუმინეთის პრეზიდენტი შეუერთდა


ავტორი
Front News საქართველო
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კიევში ჩავიდა.
Bild-ის ცნობით, კლაუს იოჰანესი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიწვია უკრაინის დედაქალაქში, რომ სამი ქვეყნის ლიდერს შეერთებოდა.
“დღეს კიევში ჩემს ევროპელ კოლეგებთან – გერმანიის კანცლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და იტალიის პრემიერთან ერთად, რომ გამოვხატოთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა და სრული სოლიდარობა პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხისადმი. ეს უკანონო რუსული აგრესია უნდა შეწყდეს!”, – წერს რუმინეთის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკრაინაში მატარებლით დღეს ჩავიდნენ. ისინი უკვე იმყოფებოდნენ რუსი ოკუპანტებისგან განადგურებულ ქალაქ ირპინში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს