საფრანგეთის პოლიციამ 182 ათასი ყალბი “მწვანე პასპორტი“ აღმოაჩინა


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პოლიციამ, 182 000 ყალბი „მწვანე პასპორტი“ აღმოაჩინა ქვეყანაში – მისი შემოღებიდან დღემდე.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერალდ დარმანინმა ქვეყნის ჟანდარმერიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები უკვე გამართა და მათ „მწვანე პასპორტებზე“ კონტროლის გამკაცრება დაავალა.
საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ასევე ცნობილი ხდება, რომ ყალბი „მწვანე პასპორტების“ დამზადების ფაქტებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სამართალდამცავ სტრუქტურაში 400 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელთაგანაც ბევრი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პირებს უკავშირდება.
საფრანგეთმა „მწვანე პასპორტების“ პრაქტიკა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში დანერგა. აღნიშნული დოკუმენტის გარეშე ქვეყანაში აკრძალულია შორ დისტანციაზე მგზავრობა და ყველა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა