საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული პირების საქმეზე ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ დააკმაყოფილა.
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
მათ წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 4-დან 6 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.
თაგები:
სასამართლო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს