
ავტორი
Front News საქართველო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტის წევრმა დავით სერგეენკომ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს 27 ოქტომბერს განცხადებით მიმართა.
კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების ნამდვილობა დაადგინა და მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრ დავით სერგეენკოს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პარლამენტის წევრის განცხადება, კომიტეტის დასკვნა გაეგზავნება პარლამენტის ბიუროს და საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
თაგები:
დავით სერგეენკო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს