
ავტორი
Front News საქართველო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კახა კუჭავას ადგილმონაცვლის, გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კომიტეტში წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 63-ე ნომერი კანდიდატისთვის, გიორგი ცაგარეიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მინიჭება.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომიტეტის დადებით დასკვნას აღნიშნულთან დაკავშირებით. საკითხი შემდგომი პროცედურისთვის პარლამენტის ბიუროს გადაეცემა.
თაგები:
გია ცაგარეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს