საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია განხორციელდება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია განხორციელდება. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
სადიგოვი, რომელიც პროტესტის ნიშნად 69 დღეა, შიმშილობს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასამართლოში ეტლით მიიყვანეს. ის ამჟამად მკურნალობს სასჯელაღსრულების სამსახურის კლინიკაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ადვოკატებს 7-დღიანი ვადა აქვთ. ამ შემთხვევაში საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს.
აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა საერთაშორისო თავშესაფრის მიცემაზეც. ადვოკატები გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის ემზადებიან.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქართველოში 3 აგვისტოს დააკავეს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს