საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომას მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დაესწრება.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, პროცესზე დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს.
“ამ საქმეზე ჩვენ და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ნათლად იცის, რომ არ შეიძლება მესამე პრეზიდენტი, მთავარი რეფორმატორი, პოლიტიკურად დევნილი პირი სამშობლოში დაბრუნების გამო სამართლდებოდეს. დღევანდელი სასამართლო წარდგენილი იქნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის იმ მნიშვნელოვანი მტკივებულებეის დართვის შესახებ, რაც სახალხო დამცველის ექსპერტთა კონსილიუმმა და ცენტრმა ემპათიამ იმსჯელა”, – განაცხადა ბასილაიამ.
სასამართლო პროცესი 12:00 საათზე დაესწრება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს