Logo

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება

სამართალი
302
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილისა და მისი  დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას  წინააღმდეგ არსებული ე. წ. პიჯაკების საქმის განხილვა იწყება. სხდომას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრება. 
სასამართლო პროცესზე ადვოკატები რამდენიმე შუამდგომლობას მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტების დაშვების საკითხს დააყენებენ.  

 

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, სასამართლომ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე წესით უარი არ უნდა თქვას. 

 

“მესამე პრეზიდენტი სხდომას ვერ დაესწრება. ჩვენი შუამდგომლობები იქნება სასამართლოსთვის, მათ შორის ის შუამდგომლობა, რომლის დაყენებაც ჩვენ ვცადეთ წინა პროცესზე, მაგრამ ქალბატონ ჩახნაშვილს შეეშინდა და საერთოდ სხდომა არ ჩაატარა, სრულიად გაუგებარი მიზეზით, დღესაც მინიმუმ მოვითხოვთ ექსპერტების დაშვებას პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლის უფლებაც კანონმდებლობით გვაქვს და ეს საკითხი, ვფიქრობ, არის უფრო ტექნიკური, ვიდრე არსებითი მნიშვნელობის საკითხი, ეს შუამდგომლობა მსჯელობასაც კი არ მოითხოვს, აქ სასამართლოს აქვს ერთადერთი გზა – დააკმაყოფილოს ის, ამ შუამდგომლობის უარყოფის გზა არ არსებობს“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. 

 

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

Advertisement