Logo

საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავა დააკავეს

სამართალი
409
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს პოლიცია საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.

 

ადგილზე შეხლა-შემოხლას გიგი უგულავას დაკავება მოყვა. 

 

სამართალდამცველების ინფორმაციით, უგულავა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

 

დაპირისპირება  საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტების დაცვის ჯიხურზე ასვლას მოყვა. ისინი ჯიხურზე დროშებითა და ვარდებით ხელში ავიდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა და ისინი ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს ძირს. აქტივისტები და პოლიციის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდენ, რის შემდეგ სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს.  

 

არიან დაშავებულები, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

Advertisement