Logo

“საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ჩვენ წარმოვაჩენთ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს”

საზოგადოება
925
Frontnews image description

მინდა, მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენ 15-17 მარტს მივემგზავრებით ვიზიტით ბრიუსელში. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ასევე – ნატო-ში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა.

"16 მარტს, მოგეხსენებათ, გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა, რომელზეც ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს და წინსვლას არაერთი მიმართულებით რეფორმების განხორციელების საქმეში", – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თაგები:

Advertisement