Logo

“საქართველო კრიტიკულ მომენტშია, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოახერხონ კრიზისიდან გამოსავალზე შეთანხმება”

საზოგადოება
311
Frontnews image description

თუ საქართველო ვერ აამოქმედებს დემოკრატიას, ის დაკარგავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შანსს, – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ სენატის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"საქართველო კრიტიკულ მომენტშია, თუკი ის ვერ აამოქმედებს დემოკრატიას ახლა, არ ვიცი ამას როდის შეძლებს. ის დაკარგავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შანსს. 

ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოახერხონ კრიზისიდან გამოსავალზე შეთანხმება და მოილაპარაკონ მნიშვნელოვანი რეფორმები საქართველოს მომავლისთვის", – განაცხადა სენატორმა. 

თაგები:

Advertisement