საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan შემოვიდა


ავტორი
Front News საქართველო
ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ატირაუდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა, რომელმაც 140 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოიყვანა.
ყახაზეთიდან ქუთაისში ჩამოსული რეისის პირველ მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI-ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავიაკომპანია FlyArystan-ი ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ ფრენებს ყაზახეთის სამი ქალაქიდან შეასრულებს. ატირაუს შემდეგ რეგულარული რეისები ქუთაისსა და ყაზახეთს შორის 4 მაისს, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან შესრულდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება.
„FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელსაც გუშინ ორი წელი შეუსრულდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს. შეგახსენებთ, პირველი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა.
ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც“,- აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს