“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

ავტორი
Front News საქართველო
2 ივლისს, 18:30 საათზე, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისში, პირველად აღინიშნება თბილისის სტარტაპის დღე. თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია არაერთი საინტერესო შეხვედრა. კონკრეტულად კი: ProductTank meetup & discussion – ღონისძიება პროდუქტის მენეჯერებისთვის, რომელზეც გამოცდილი სპიკერები კოდის არმქონე პროდუქტების შექმნაზე ისაუბრებენ. Founder Institute panel event -ზე კი წარმატებული მეწარმეები გლობალური სტარტაპის დაარსების გამოცდილებას მიმოიხილავენ.
ღონისძიების კიდევ ერთ ნაწილს წარმოადგენს Fuckup Nights Tbilisi vol. 27, რომელზეც ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები საკუთარი წარუმატებლობის ამბებს გააზაირებენ, რათა დამსწრეები შთააგონონ და ასევე, დაეხმარონ, არ გაიმეორონ იგივე შეცდომები.
თბილისის სტარტაპის დღესთან დაკავშირებით იქნება ნეთვორქინგის, ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა.
ორგანიზატორების ინიციატივით თბილისის სტარტაპის დღე 2 ივლისს, ყოველწლიურად აღინიშნება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://facebook.com/events/s/tbilisi-startup-day/971619386868550/
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


