“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით “ბაკურიანის მთების კურორტი” დაბა ბაკურიანში სასტუმროს აშენებს

ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს ბანკი”, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, “ბაკურიანის მთების კურორტი“ დაბა ბაკურიანში სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 4.9 მილიონი დოლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 2.7 მილიონ დოლარს შეადგენს. მიმდინარე პროექტი 4 619.00 კვ.მ-ზე 58-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, რესტორანს, ლაუნჯს, ღია აუზსს, სპასა და ღია და დახურულ ტერასებს მოიცავს. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება. სამომავლოდ კომპანია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სამშენებლო-დეველოპერული მიმართულების განვითარებას და არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
“საქართველოს ბანკი” პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთან ერთად მასშტაბური პროექტების განხორციელებას განაგრძობს. რეგიონებში ტურიზმის განვითარება ერთ – ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის და სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ბაკურიანის მთების კურორტთან“ ჩვენი პარტნიორობა და მოხარულები ვართ, რომ დაბა ბაკურიანში მსგავსი ტიპის სასტუმრო აშენდება. გვჯერა, რომ სასტუმრო ბევრ სტუმარს უმასპინძლებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას არ გაჩერდნენ და კიდევ ბევრი მასშტაბური პროექტი განახორციელონ მთელი საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


