“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე ვორქშოპი გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, რეგულარული ბიზნეს-ღონისძიებების სერიის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც Fas Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე დეტალებს გააცნობს.
ვორქშოპის მონაწილეები ისწავლიან, როგორ უზრუნველყონ სტაბილური შემოსავლები და ეფექტურად მართონ ხარჯები; გაეცნობიან ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე მეთოდებს და ტექნოლოგიებს; აღმოაჩენენ, როგორ ხდება აღრიცხვა და დეკლარირება მარტივად, Fas Group-ის ახალი პროდუქტის დახმარებით და სხვა.
შეხვედრა 2 ნაწილისგან შედგება:
I ნაწილში ნათია ისაუბრებს ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ფინანსური მდგრადობა, შემოსავლების სტაბილურობა, ხარჯების ოპტიმიზაცია, ეფექტური ფინანსური დაგეგმვა, რისკების მართვა და ა.შ.
II ნაწილში კი სპიკერთან ერთად დამსწრეები განიხილავენ მცირე მეწარმეების საჭიროებებს როგორც სააღრიცხვო, ისე საგადასახადო თვალსაზრისით. გაეცნობიან საკანონმდებლო სიახლეებს და Fas Group-ის ახალ პროდუქტს.
ღონისძიება 2 აპრილს 16:00-დან 18:00 საათამდე, საქართველოს ბანკის ბიზნეს სივრცეში, 4B-ში, ა. ყაზბეგის გამზ. №15-ში გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს