“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით რძის ინდუსტრიის განვითარების მიზნით მესაქონლეობის ექსპო 2023 გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს ბანკი” აგრომიმართულების განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 22 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ იპოდრომზე, მესაქონლეობის ექსპო 2023 გაიმართება.
ღონისძიების მიზანი რძის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და ექსპორტის მხარდაჭერაა. ის ასევე კარგი შესაძლებლობაა სფეროს სპეციალისტები და ფერმერები ერთმანეთს დააკავშიროს.
ექსპოს ფარგლებში გაიმართება კონკურსი და სასოფლო – სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას 25-მდე ფერმერი და 50-ზე მეტი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამმუშავებელი, სასოფლო – სამეურნეო საშუალებებისა და აგროსერვისების მიმწოდებლები და სხვა კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
ცნობისთვის, მესაქონლეობის ექსპო ხორციელდება საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის ორგანიზებით. ღონისძიების პარტნიორია პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში”, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


