Logo

საქართველოს დიდ ქალაქებში უკრაინის სოლიდარობის აქციები გაიმართა

საზოგადოება
354
Frontnews image description

საქართველოს დიდ ქალაქებში უკრაინის სოლიდარობის აქციები გაიმართა. 

 

თბილისი,  ქუთაისი, ფოთი,  ბათუმი,  ზუგდიდი,  გორი და სხვა ქალაქები რუსული აგრესიის საწინააღდეგო აქციებმა მოიცვა.  

 

მოქალაქეები ერთსულოვნად გმობენ რუსულ აგრესიას და სოლიდარობას უცხადებენ  უკრაინას, 

 

თბილისში  გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქემ  პროტესტის ნიშნად საკუთარი პასპორტი დაწვა, ფოთში კი ადგილობრივებმა  სიმბოლურად აგრესორი სახელმწიფოს  დროშა საჯაროდ დაწვეს.

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ახლა ერთ მხარესაა ცივილიზებული სამყარო და მეორეს მხარეს რუსეთი, რომელიც არად დაგიდევს ცივილიზებული სამყაროს წესებს და თავს ესხმის სუვერენულ სახელმწიფოს.

 

მოქალაქეების განცხადებით, აგრესორთან ნებისმიერი დათმობა დამღუპველია და რუსეთის ქმედებებს მსოფლიომ ადექვატური პასუხი უნდა გასცეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები