“საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების გზით მოლაპარაკებებს იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან”


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი სიმონიშვილის ინფორმაციით, გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები მალე ოფიციალურად დასაქმებას კიდევ ორ ქვეყანაში – ისრაელსა და საფრანგეთში შეძლებენ.
როგორც სიმონიშვილი Facebook-ზე წერს, სიას უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა დაემატება.
"გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების გზით მოლაპარაკებების იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან, როგორც მოგეხსენებათ ისრაელთან ლეგალური დასაქმების გეგმასთან ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ამ ეტაპებს ისრაელში გართულებული პანდემია უშლის ხელს.
გერმანიის და ისრაელის შემდეგ, შემდეგი მიმართულება იქნება საფრანგეთი, ამ სიებს კიდევ რამდენიმე ევროპის წევრი ქვეყნები დაემატებიან სულ მალე. დამატებით სიახლეებს სულ მალე გაგაცნობთ როგორც გახდება ცნობილი", – წერს ლევან სიმონიშვილი.
11 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს