
ავტორი
Front News საქართველო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
კომიტეტის თავმჯდომარისა და კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არსებული კანონმდებლობით საქართველოს ყოფილ ან მოქმედ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის იღებენ, ეძლევათ შესაძლებლობა გამარტივებული წესით აღადგინონ ან შეინარჩუნონ მოქალაქეობა. აღნიშნული მექანიზმის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება.
“კანონპროექტით მოქალაქეობის შენარჩუნებისა და მოქალაქეობის აღდგენის ვადა ორი წლით გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს