საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 23:6 დაამარცხა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად, ქალაქ კალინინგრადში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 23:6 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების სასარგებლოდ, ანგარიშით 16:3 დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლებმა სხვაობა 10 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მე-60 წუთზე დავით ნინიაშვილმა დადო ლელო, რომელიც წარმატებით თედო აბჟანდაძემ გარდასახა.
მომდევნო კვირას, ქართველი მორაგბეები „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მეოთხე ტურში რუმინეთს უმასპინძლებენ, რომელსაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრის 30% დაესწრება.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


