Logo

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ეწვია

საზოგადოება
1014
Frontnews image description

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე ესტუმრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შვედი დიპლომატი შეხვდება საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რა დროსაც განხილული იქნება შვედეთთან, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ენ ლინდე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.

ენ ლინდე საქართველოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში 2020 წელს ესტუმრა.

თაგები:

Advertisement